The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თოფჩიშვილი

გიორგი თოფჩიშვილი
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1967
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1992  (25 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მე-18 პროფსასწავლებლის ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციის სპეციალობით.

 1986 წელს მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური ქ. მოსკოვში, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტის საორგანიზაციო ფაკულტეტზე. მუშაობდა  რუსთავის ნსს "მართვეში" მეთოდისტად.  თბილისში "ქართველ შევარდენთა ლეგიონის" დაარსებისთანავე იყო მისი უცვლელი წევრი. საქართველოს ერთიანობის დასაცავად იბრძოდა ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ კი აფხაზეთში. დაიღუპა 1992 წლის 6 დეკემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.195

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: