შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან გორდეზიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტორის კვალიფიკაციით 2011 წელს; ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის ინტერიერის დიზაინის კურსი 2010 წელს; შავი ზღვის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების კურსი 2011 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურა 2014 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2019 წელს. 2008-2010წწ. შ.პ.ს. "არქდიზაინმშენი", საპროექტო დეპარტამენტი, არქიტექტორი; 2010-2011წწ. შ.პ.ს. "გამა" საპროექტო დეპარტამენტი, არქიტექტორი; 2011-2012წწ. შ.პ.ს. "გამა" კონსალტინგი, საპროექტო დეპარტამენტი, არქიტექტორი, ინჟინერი; 2012 წლიდან შ.პ.ს. "არქ დიზაინ მშენი" საპროექტო დეპარტამენტი, ხელმძღვანელი; 2017-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგების და საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდროტექნიკის და სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტი, პროფესორის ასისტენტი. 10 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2019), პროფესორი (2017). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |