The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზვიად ესებუა

ზვიად ესებუა
Date of birth:9 October, 1968  (56 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს.

1990 წელს მუშაობდა იურისტად აღმასკომში; 1991-1993წწ. - აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროში სასამართლო ორგანოების განყოფილების კონსულტანტი, უფროსი კონსულტანტი, წამყვანი სპეციალისტი; 1993-1998წწ. - სოხუმის სასამართლოს მოსამართლე; 1995-1999წწ. - სოხუმის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე; 1993-1997წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოში; 1998-1999წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში; 1999 წელს დაეკისრა გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება; 2003 წლიდან - გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2005 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ამავდროულად, 2007 წლის თებერვლამდე ასრულებდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას; 2007-2015წწ. მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში; 2009-2015წწ. მივლინების საფუძველზე თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში. 2020 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: