The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინა ვაშაყმაძე

თინა ვაშაყმაძე
დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1984  (40 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2006 წელს; 2006 წელს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი და ტესტური გამოცდის შედეგად მიენიჭა სერტიფიკატი; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2016-2017წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2005-2006წწ. გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატაში; 2007-2008წწ. გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში; 2008 წელს მონაწილეობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და USAID -ის ერთობლივ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლოებში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზების გამოკვლევას; 2012 წელს გაიმარჯვა "American Councils"-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და მონაწილეობდა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მიერ ადმინისტრირებულ პროგრამაში "Open World" ამერიკის შეერთებულ შტატებში - ვაშინგტონსა და ატლანტაში იურიდიულ სფეროში ამერიკული გამოცდილების მისაღებად; 2012 წლიდან არის "Hall, Booth, Smith P.C" იურიდიული ფირმისა და ატლანტის სამართლებრივი საზოგადოების საპატიო წევრი; 2008-2014წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტი; 2014-2018წწ. - დ. მეტრეველის სამედიცინო ცენტრის ეთიკის კომისიის წევრი; 2014-2018წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს უფროსი კონსულტანტი; 2018 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: