The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია კუთხაშვილი

მაია კუთხაშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1973  (52 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რუისი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს; 1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2005 და 2013წწ. ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2014 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

1999-2003წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოში სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე; 2003-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2005-2014წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატასა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლე; 2015-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2016-2019წწ. - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: