The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაცი ხორავა

მაცი ხორავა
ოფიციალური სახელი:მიხეილ ხორავა
დაბადების თარიღი:1950
გარდაცვ. თარიღი:2005  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოჩხომური, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1974 წელს.

1975 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის ფაიფურის ქარხანაში მხატვრად. აქ დაინტერესდა სკულპტურით და შექმნა საინტერესო ნიმუშები მცირე პლასტიკაში. მოგვიანებით მუშაობა დაიწყო ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის სურათების გალერეაში; 1997 წელს გაიმართა მისი პირველი პერსონალური გამოფენა ქალაქ ზუგდიდში, რასაც მოჰყვა მრავალი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენები საქართველოს მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთ, 2015 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მიხეილ ხორავას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა; მისი ნამუშევრები დაცულია პეტერბურგის, ვაშინგტონის, სტამბოლის, პარიზის, სალონიის, კელნის შტუდგარდტის კერძო კოლექციებში. მიხეილ ხორავას სახელს უკავშირდება 1986 წელს, საგამოფენო დარბაზის, შემდეგ მხატვართა კავშირის დაარსება ზუგდიდში. ფერმწერი, გრაფიკოსი, სკულპტორი. 

წყარო: ხორავების საგვარეულო ვებგვერდი: khorava.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1980-)

გააზიარე: