The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ მელიქიშვილი

ნიკოლოზ მელიქიშვილი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1867
გარდაცვ. თარიღი:30 ოქტომბერი, 1924  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პაჟთა კორპუსი 1888 წელს.

1904-1905წწ. იყო რუსეთ-იაპონიის; 1914-1918წწ. I მსოფლიო ომების მონაწილე; 1915-1917წწ. მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში; მეთაურობდა ფინეთის მე-20 დრაგუნთა პოლკს; იყო თბილისის საცხენოსნო საზოგადოების წევრი; 1920 წლიდან ემიგრაციაში წავიდა, ცხოვრობდა საფრანგეთში. დაჯილდოებულია მრავალი ორდენით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916). 

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა გიორგი ოქროს იარაღი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (ხმლებით )
  • 1905 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1905 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი ხმლებით
  • 1905 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და მშვილდით )
  • 1905 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და მშვილდით)
  • 1905 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებითა და მშვილდით)
  • 1904 - წმინდა ანას IV ორდენი
  • საფრანგეთის "საპატიო ლეგიონის" ორდენის კომანდორთა ჯვარი

გააზიარე: