The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე იოსელიანი

პავლე იოსელიანი
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1947
გარდაცვ. თარიღი:3 სექტემბერი, 1992  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიული ფაკულტეტი, მუშაობდა პედაგოგად თბილისის 54-ე საშუალო სკოლაში, 1976 წლიდან იყო სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი. მძიმედ დაიჭრა 1992 წლის 29 აგვისტოს სოფელ კოლხიდასთან ერთ-ერთი შეტაკების დროს მომაკვდავი თანამებრძოლის ცეცხლის ხაზიდან გამოყვანისას, გარდაიცვალა 3 სექტემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.203

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: