შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ მელიქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის ვაჟთა I გიმნაზიაში. დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1894 წელს, იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტი 1900 წელს. 1902 წელს ბაქოში იყო ქალაქის ექიმი და ლაზარეთის გამგე. ქ. შემახაში დააარსა ამიერკავკასიაში პირველი სამაზრო საავადმყოფო. 1905 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა ევროპასა და რუსეთში. მუშაობდა პარიზის, ბერლინის, ვარშავის, პრაღის, ბრესლაუს (ვროცლავი), სან-ლუის კლინიკებში, პეტერბურგის სამეანო-გინეკოლოგიურ ინსტიტუტში. შვეიცარიასა და ფინეთში შეისწავლა კურორტოლოგიის საქმე. 1908 წელს საკუთარი სახსრებით ქსენიას (იმპერატორ ნიკოლოზ II-ის და) ქუჩაზე (ახლანდელი ზ. ჭავჭავაძის ქუჩა) გახსნა თბილისის კერძო სამკურნალო 50 საწოლით და ამბულატორიით. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეანო გინეკოლოგიური კლინიკის პირველი ასისტენტი. ი. თიკანაძესთან ერთად ითვლება ამ კლინიკის დამაარსებლად. 1922 წელს იყო კურორტ კოჯრის დირექტორი; 1923-1928წწ. პატარა ცემის, წაღვერისა და აბასთუმნის სანატორიუმების მთავარი ექიმი. მან მდიდარი ბიბლიოთეკა უსახსოვრა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებას. გინეკოლოგი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |