შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა მელიქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1961 წელს. 1961 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1998 წელს იყო დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამართული გამოფენა "საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში". ძირითადი ნამუშევრები: გამარჯვების ძეგლი (ქვა, სიღნაღი; 1965), "ხსოვნის კუბი" (შინმოუსვლელთა მემორიალი, სენაკი; 1984; არქიტექტორები: ვ. დავითაია, შ. ბოსტანაშვილი, გ. გეგელია), ვ. გუნიასა (1983) და შ. დადიანის (1983) პორტრეტები, მეფე აიეტი (მოხატული თაბაშირი; 1985), ნესტორ კალანდარიშვილი (1986; არქიტ. ვ. დავითაია); ბარელიეფი "თბილისური მოტივი" (კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია, 1987); ა. წერეთლის მემორიალი (ა. წერეთელთან ერთად, საჩხერე; 1988); ბარელიეფების სერია "დოვლათი" (თბილ. ცენტრ. ბაზარი; 1988); "მომლოდინე დედა" (ბრინჯაო, თბილისი, 9 აპრილის ბაღი; 2005); თამარ მეფის ძეგლი (ბრინჯაო, მესტია, 2011; არქიტ. შ. ბოსტანაშვილი). ფერმწერი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |