The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მელიქიძე

დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობით თეორიული ფიზიკა 1975 წელს.

1976 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (2007 წლიდან - საქართველოს ე. ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია); 1992-1996წწ. იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2021 წლიდან მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 1996 წლიდან მუშაობს ქ. ზიელონა გურას (პოლონეთი) უნივერსიტეტში (2008 წლიდან სრული პროფესორი). იყო ფიზიკისა და ასტრონომიის ფაკულტეტის დეკანი; 2016–2020წწ. პრორექტორი სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობათა დარგში. მისი სამეცნიერო კვლევები ეხება რელატივისტური პლაზმის, პულსარების რადიო და მაღალი სიხშირის გამოსხივების შესწავლას, მონაწილეობს პულსარების გამოსხივების დაკვირვებებთან დაკავშირებულ პროექტებში. ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია წამყვან საერთაშორისო ჟურნალებში. ასტროფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (2004); პოლონეთის კანონმდებლობის შესაბამისად მას პროფესორის წოდება მიანიჭა პოლონეთის პრეზიდენტმა.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: