The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ირემაშვილი

არჩილ ირემაშვილი
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1969
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 1993  (24 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბორბალო, თეთრიწყაროს რაიონი.

1981-1983 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მუშაობდა კოდის მეფრინველეობის ფაბრიკაში მძღოლად, 1985-1987 წლებში სწავლობდა ცეკავშირის კოოპერაციულ ტექნიკუმში. აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს არჩილ ირემაშვილი ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 11-ე ბრიგადის შაუმიანის 112-ე ბატალიონში (ოცეულის მეთაურის მოადგილე). დაიღუპა 1993 წლის 11 აგვისტოს სოფელ ცაგერასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.208

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: