შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ნაკვეთაური![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებელის კვალიფიკაციით 1983 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის კათედრის ასპირანტურა 1993 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2017 წელს. 1983-2014წწ. ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" საქართველოს განყოფილება, სამშენებლო განყოფილება: ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, მე-3 კატეგორიის ინჟინერი, I კატეგორიის ინჟინერი, წამყვანი ინჟინერი, მთავარი სპეციალისტი; 2015-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, ა. სოხაძის სახელობის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი, უფროსი-მასწავლებელი; 2015-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, ა. სოხაძის სახელობის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი, უფროსი ლაბორანტი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, ა. სოხაძის სახელობის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2021). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |