The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ია ლაბაძე

ია ლაბაძე
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1983  (41 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით 2005 წელს; 2011-2012წწ. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაირა სამოსამართლეო სწავლების კურსი.

2003 წელს - მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2003-2005წწ. - იურიდიული კავშირი "თანამდგომი", ადვოკატის თანაშემწე; 2005 წელს - თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივანი; 2005-2006წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივანი; 2006-2011წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2012-2019წწ. - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დმანისის მუნიციპალიტეტში; 2019-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2023 წლის თებერვლიდან გამწესებულია მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: