Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ლაკერბაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2009-2010წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულები; მონაწილეობა აქვს მიღებული დამატებითი პროფესიული განათლების ტრეინინგებსა და სემინარებში; 2015 წლიდან არის ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; არის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის სტიპენდიატი. 2001-2004წწ. - აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალისტი; 2005-2006წწ. - აფხაზეთის ა/რ უმაღლეს სასამართლოში სხვადასხვა პოზიციაზე; 2006-2009წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2011-2015წწ. - იურიდიულ კომპანიაში "ერისთავი და პარტნიორები" უფროსი იურისტი, შემდეგ კი ასოცირებული პარტნიორი; 2012-2015წწ. - საქართველოს დირექტორთა ინსტიტუტში იურისტი; 2015 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები. 2012 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა საგანმანათლებლო უმაღლეს დაწესებულებებში. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |