შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს; თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალობით 1999 წელს; ჩაბარებული აქვს მოსამართლის, მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის, ადვოკატურის, აღმასრულებლის, საჯარო რეესტრის და სახელმწიფო რეესტრის საკვალიფიკაციო გამოცდები; გავლილი აქვს ეკონომიკისა და დისტანციური სწავლების კურსი; 2009 წელს იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი; 2011 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. 1989-1992წწ. - თელავის საგზაო სამმართველოში მუშა; 1992-1996წწ. - თელავის რეგიონალური სამხედრო პროკურატურაში საზოგადოებრივ საწყისებზე გამომძიებლისა და პროკურორის თანაშემწე; 1993-1999წწ. - თელავის სამხედრო ტექნიკური სკოლის სამართალმცოდნეობის პედაგოგი და კოოპერატივ "მეტეხის" იურისტი; 1999 წელს - თელავის რეგიონალურ სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი; 1999-2003წწ. - თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2000-2002წწ. - თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის საშუალო სკოლასა და თიანეთის სახელმწიფო მრავალდარგოვან კოლეჯში პედაგოგი; 2003-2005წწ. - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2004 -2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თელავის ფილიალის პედაგოგი; 2007-2010წწ. - თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი; 2005 წელს - შს თელავის სამმართველოს ს.ს.ს განყოფილება, გამომძიებელი; 2005 წელს - თელავის საპასპორტო, მოსახლეობის რეგისტრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის მრჩეველი; 2005-2011წწ. - ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში; 2010-2012წწ. მივლინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2011-2012წწ. იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლის იანვრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |