შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედუარდ მენაბდე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1945–1946წწ. სწავლობდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე; 1946–1951წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობათა განხრით. 1956–1981წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ძველი ისტორიის განყოფილებისბის მეცნიერ თანამშრომლად; 1974 წელს გ. მელიქიშვილის თაოსნობით ისტორიის ინსტიტუტში დაფუძნდა საზღვარგარეთის იდეოლოგიურ და სოციალურ-პოლიტიკური პრობლემათა შემსწავლელი განყოფილებაბა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა; ამავე დროს იგი იყო საერთაშორისო ურთიერთობების ცნობილი მიმომხილველი; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის სპეციალისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1969). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |