The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ მენთეშაშვილი

ავთანდილ მენთეშაშვილი
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 2000  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1964 წელს.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო მსოფლიო ხალხთა ისტორიის კათედრის ასისტენტი (1969), დოცენტი (1971); 1972–1976წწ. ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1979–1981წწ. ისტორიის ფაკულტეტის სპეციალიზებული საბჭოს სწავლული მდივანი; 1992–2000წწ. რუსეთის ისტორიის კათედრის გამგე; 1988–1989წწ. მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში (აშშ) დაცულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის ფონდებში; მის მიერ მოძიებული მასალის საფუძველზე საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ შექმნილმა კომისიამ (20. VI. 1989) პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებულ ხელშეკრულებას. ამ კომისიის მუშაობის შედეგად 1990 წელს, გამოიცა წიგნი "საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია. დოკუმენტები და მასალები" (შემდგენელი მ.);
მისი კვლევები რუსეთსა და სამხრეთ კავკასიაში ეროვნულ ურთიერთობათა პრობლემებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ეთნოკონფლიქტებს შეეხება; იგი იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (ინგლ., გერმ. და რუსულ ენებზე) და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1992).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: