The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ მენთეშაშვილი

დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1977 წელს.

1977–1994წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1992–1994წწ. კითხულობდა ლექციათა ციკლს "ველის კვანტურ თეორიაში" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის; 1995–1999წწ. მუშაობდა USAID (აშშ საერთაშ. განვითარების სააგენტო) საქართველოს ენერგეტიკის სფეროს რეაბილიტაციის პროგრამის მენეჯერად; 2000 წლიდან არის საპროექტო კომპანია შპს "არსი საინჟინრო კონსალტინგის" დირექტორის მოადგილე. არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. მისი სამეცნიერო კვლევები ეხება სინათლის "ფრონტის" ფორმალიზმის ფარგლებში შედგენილი სისტემებისა და მაღალი ენერგიების პირობებში რელატივისტური შედგენილი სისტემების ურთიერთქმედების პროცესების აღწერას.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - საქართველოს ეროვნული პრემია

გააზიარე: