შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან მამაცაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2006 წელს. 2006 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2010-2011წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2005 წელს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში (შემდგომში სააპელაციო სასამართლო) საზოგადოებრივ საწყისებზე; 2005 წელს - თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მდივანი-რეფერენტი, წამყვანი სპეციალისტი; 2005-2006წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მდივან-რეფერენტი, წამყვანი სპეციალისტი; 2006-2008წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში; 2008-2010წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში; 2011-2012წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში კონსულტანტი. 2012 წლის მარტიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |