შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მამულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 200 წელს. 2001 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2001-2002წწ. გაიარა სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრისა და ლიცენზირების დეპარტამენტში; 2002-2005წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი; 2005 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2008 წლის ივნისიდან 2009 წლის ოქტომბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2008 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2002 წელს ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიაში და გაიარა ექვთვიანი სტაჟირება ვაკის რაიონულ ადვოკატურაში. 2001-2002წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის კათედრის მკვლევარი; 2002-2005წწ. - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წამყვანი სპეციალისტი; 2009-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე, ასევე სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე; 2011-2012წწ. ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, შპს საადვოკატო ბიურო "კაუზა", დირექტორი, შპს. საადვოკატო ბიურო "ჭკადუა, მამულაშვილი პარტნიორები", დირექტორი; 2013-2017წწ. - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; 2017-2022წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2022 წლის ოქტომბრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |