The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კვირიკე

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

XI ს. I ნახევარში მოღვაწე მშენებელი ოსტატი, ზემო კრიხის ეკლესიის (ქვემო რაჭა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) კარიბჭის მშენებელი. სამხრეთ სარკმლის სათაურის მარჯვნივ მოთავსებული იყო ქვა ნუსხახუცური წარწერით, სადაც მოიხსენიებოდა კვირიკე. კარიბჭე, რომელიც შემკული იყო ფრიად მდიდრული ჩუქურთმებით, XI ს. I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრული დეკორის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა. ეკლესია დაინგრა 1991 წელს მიწისძვრის შედეგად, 2008–2009წწ. აღდგენილია.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 11


გააზიარე: