შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ კაზალიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი. მუშაობდა ქარხანა "ელვაში" ტექნიკოსად, შემდეგ საოქრომჭედლო სალონში ეწეოდა საქმიანობას. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების პირველი თვეებიდანვე ჩაება ბრძოლაში. მონაწილეობდა ურთულეს ოპერაციებში ლაბრასთან. ტამიშთან შეტაკებისას დაიჭრა. ჩარიცხული იყო 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამთო-მსროლელთა ასეულში. დაიღუპა 1993 წლის 23 ივლისს სოფელ შრომის მისადგომებთან ზეგანის მთაზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.211
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |