შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კაკალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. რიგითი გიორგი კაკალაძე აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში. გიორგი კაკალაძე საკუთარი სოფლის პოზიციებს ამაგრებდა და იცავდა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას. დაიღუპა 1993 წლის 22 თებერვალს, როცა ახალდაბის მე-2 ასეულის წევრები საბრძოლო ტექნიკით საგუშაგოებს შორის გადაადგილდებოდნენ მანქანა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.212
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |