შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ კაკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა I მუსიკალური სკოლის 8 კლასი; პროფსასწავლებელი ავტო-ამწის სპეციალობით. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა კალუგის რაიონის ქ. ობნინსკში, საიდანაც არაერთი მადლობის ბარათი მიიღო კრწანისის კომისარიატმა. სხვადასხვა დროს მუშაობდა მძღოლად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის 6 სექტემბერს ზურაბ კაკაშვილი მოხალისედ ჩაეწერა "თეთრი არწივის" ბატალიონში. იყო ოცეულის მეთაური. გაგრის დაცემისას ტყვედ ჩავარდა, მაგრამ მოწინააღმდეგის ტყვეში გაცვალეს. დაიღუპა 1993 წლის 11 აგვისტოს სოფელ შრომასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.215
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |