შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა კაკიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. სწავლობდა ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. სამხედრო - სავალდებულო სამსახური ქ. ორნებურგში მოიხადა. ხაშურში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მემანქანის თანაშემწედ, შემდეგ მემანქანედ; 1992 წლის 1 დეკემბრიდან, როგორც რეზერვისტი, გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში; დაინიშნა ოცეულის მეთაურად თავდაცვის სამინისტროს ცალკეული, სადესანტო მოიერიშე N115-ე სპეცდანიშნულების ბატალიონში. აღნიშნული ბატალიონი აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ბატალიონმა 1993 წლის 2 ივლისს, სოფელ ტამიშის რეგიონში გადმოსული დესანტის განადგურებაში მიიღო მონაწილეობა. ამ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის გელა კაკიაშვილს გამოეცხადა მადლობა და მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. დაიღუპა 1993 წლის 29 ივლისს, საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა საბრძოლო მანქანა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.215-216 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |