შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ მარუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა სს "ინტერტრანსსერვისი-საზღვაო ვაჭრობის", შპს "შოთა და კომპანიის", შპს "ჯე-ისის" იურისტად, ასევე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით; კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალში იურიდიულ ფაკულტეტზე სანივთო და საკორპორაციო სამართალში; 1995-1999წწ. - თერჯოლის რაიონის გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 1999-2001წწ. - მოსამართლის თანაშემწე თერჯოლის რაიონულ სასამართლოში; 2001-2002წწ. - მოსამართლის თანაშემწე ფოთის საქალაქო სასამართლოში; 2002-2006წწ. - ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; 2006-2010წწ. ირიცხებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. 2017 წლის მაისიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |