The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია მარშანია

ნათია მარშანია
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1985  (39 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი იურიდიული განხრით 2006 წელს; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართალში; 2008 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით; 2011 წლიდან იყო  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2007-2008წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2008-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2017-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე - მთავარი კონსულტანტი; 2020 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2014 წელს გამოაქვეყნა სტატია თემაზე - "დაზღვევის ხელშეკრულების დადების მომენტი საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის მიხედვით", სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში "თემიდა".

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: