The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა მესხიშვილი

მანანა მესხიშვილი
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი გერმანისტის სპეციალობით 2000 წელს; "მცირე აკადემიის" იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; 2002-2003წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურაში.

2001-2003წწ. მონაწილეობდა პროექტში "პრაქტიკული სამართალი" და მუშაობდა ქ. თბილისის N57 საშუალო სკოლაში პრაქტიკული სამართლის მასწავლებლად; 2002-2003წწ. - ლიცეუმ "მცირე აკადემიაში" პრაქტიკული სამართლის მასწავლებელი; 2004-2005წწ. - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის ლექტორი; 2005-2006წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2006-2007წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2007-2009წწ. - გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2010წწ. მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2009-2011წწ. - სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2010-2011წწ. მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში; 2014-2017წწ. - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე; 2017-2019წწ. - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში. 2019 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: