The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა კალანდაძე

მამუკა კალანდაძე
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1960
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1992  (32 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაბეღლავი, ჩოხატაურის რაიონი.

ქ. სვერდლოვსკში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჰქონდა ლეიტენატის წოდება. 1980-1986 წლებში სწავლობდა სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშის ზოოვეტერინარულ ტექნიკუმში, შემდეგ მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სოფლების – ფარცხმის, გოგოლეისუბნის, გორა-ბერეჟოულის კოლმეურნეობის ფერმებში ზოოტექნიკოსად. 1990 წლიდან იყო სოფელ ბუკნარის საშუალო სკოლის სამხედრო მომზადების მასწავლებელი. 1991 წლის ივნისიდან დაინიშნა ჩოხატაურის 23-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილედ. 1992 წლის 15 ნოემბერს, აფხაზეთში საომარი მოქმედების დროს ჩაირიცხა ჩოხატაურის რაიონის ცალკე ასეულში მეთაურის მოადგილედ. დაიღუპა 1992 წლის 3 დეკემბერს სოფელ აჩადარასთან საარტილერიო დაბომბვის დროს. სოფელ გურუძთის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა მისი სახელი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.217


გააზიარე: