შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ჩიხლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ატენი, გორის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი 1949 წელს. 1944-1945წწ. დაიწყო შრომითი საქმიანობა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში კავშირგაბმულობის მესამე დისტანციაში მონიტორად; 1949-1970წწ. მუშაობდა საქართველოს აეროფოტოტყეთმოწყობის სამმართველოში ტაქსატორად, ტყეთმოწყობის პარტიის უფროსად, საწარმოო განყოფილების უფროსად; 1970 წელს გადაყვანილ იქნა სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტში სამმართველოს უფროსად, იყო კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მინიჭებული აქვს როგორც საქართველოს, ისე სომხეთის დამსახურებული მეტყევის წოდება. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.118; თენგიზ ჩიხლაძე : გამოთხოვება მეგობართან / ტრისტან ჩერქეზიშვილი // სატყეო მოამბე : საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი. - თბილისი, 2012. - ოქტომბერი. - N5. - გვ.120-121 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |