The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა კაპანაძე

გელა კაპანაძე
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1972
გარდაცვ. თარიღი:29 დეკემბერი, 1992  (20 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღორეშა, ხარაგაულის რაიონი.

ეროვნულ გვარდიაში გაიწვიეს ჯერ რუსთავი, შემდეგ გარდაბანი, კასპი, "შავნაბადა", ბოლოს თერჯოლის სწრაფი რეაგირების ბატალიონ "მერცხალის" ზემდეგი გახდა. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, 1992 წლის 29 დეკემბერს ტყვარჩელის მისადგომებთან, სოფელ კინდღთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.220


გააზიარე: