The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ კაცია

თენგიზ კაცია
Date of birth:15 May, 1952
Date of death:17 September, 1993  (at 41 years)
Burial location:სოფელი ლესიჭინე, ჩხორუწყუს რაიონი.
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლესიჭინე, ჩხორუწყუს რაიონი.

მუშაობდა ლესიჭინეს ჩაის მეურნეობის ფაბრიკაში შემდეგ სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა გერმანიაში, მიენიჭა სერჟანტის წოდება. 1981-1984 წლებში სწავლობდა უკრაინაში, ავტოსაგზაო ტექნიკუმში. 1985 წლიდან მუშაობდა გულრიფშის რაიონში ტექნიკოს-ექსპლუატატორად. 1992 წლის 20 სექტემბერს ქალაქ სოხუმის სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეულ იქნა აფხაზეთის ომში, ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის სამედიცინო ასეულ "კობრას" შემადგენლობაში. დაიღუპა 1993 წლის 17 სექტემბერს თენგიზ კაცია საბრძოლო დავალების შესრულების დროს მდინარე გუმისთის მიდამოებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სნაიპერის ტყვიით. 1994 წლის 19 სექტემბერს თენგიზ კაციას ნეშტი გადმოასვენეს მის მშობლიურ სოფელ ლესიჭინეში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.222


Share: