The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ კაჭკაჭიშვილი

თემურ კაჭკაჭიშვილი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1961
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 1992  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არალი, ადიგენის რაიონი.

1981 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. მე-4 კურსის სტუდენტი თავისი სურვილით წავიდა გულრიფშის რაიონის სოფელ გენწვისში საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად. უნივერსიტეტის სრული კურსის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა რაიონში და მუშაობა დაიწყო ლელოვანის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. 1992 წლიდან მუშაობდა ახალციხის სამხედრო ნაწილში კავშირგაბმულობის ბატალიონის ასმეთაურად. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 2 ივლისს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან ბრძოლაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.224


გააზიარე: