შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი ბარათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი (ამჟამად მოსკოვის მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ეკონომისტის კვალიფიკაციით 1972 წელს; მოსკოვის მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის ფაკულტეტის ასპირანტურა 1982 წელს; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოქტურანტურა 1988 წელს. 1989-1990წწ. ზოოსაინჟინრო-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო სახელმწიფო ინსტიტუტი, პრორექტორი კვალიფიკაციის ამაღლების დარგში; 1990-1997წწ. საქართველოს საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი საქართველოს საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტი, პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში; 1997-2000წწ. საქართველოს მრეწველობის სამინისტრო, პერსპექტიული განვითარების სამმართველო, პერსპექტიული განვითარების სამმართველოს უფროსი; 1999-2006წწ. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, მენეჯმენტის კათედრა, პროფესორი; 2007-2012წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ეკონომიკის და ბიზნესის მართვის დეპარტამენტი, პროფესორი; 2012 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, ხელმძღვანელი. 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1999). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |