შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კიკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. სწავლობდა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამშენებლო ფაკულტეტზე, 1989 წელს გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, რომელიც მოიხადა უფროსი სერჟანტის წოდებით. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ვახტანგ კიკვაძე 1992 წელს ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის შტაბის დაცვისა და უზრუნველყოფის ასეულში. დაიღუპა 1993 წლის 18 მარტს მტრის შემოტევის მოგერიების დროს სასიკვდილოდ დაჭრილი მეგობრის გამოყვანისას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.235 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |