შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ კივილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1985 წელს; უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მიიღო სამხედრო განათლება არტილერისტის პროფესიით და მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება. 1985 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 1989 წელს მოიპოვა ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1989 წელს მუშაობა დაიწყო ფიზიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად. ამავე დროს მიწვეული იქნა ჰელსინკის ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილ ლაბორატორიაში ერთობლივი გამოკვლევების ჩასატარებლად. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს (გვარდიის) 1992 წლის 20 ნოემბრის №325 ბრძანებით ჩარიცხულ იქნა პირველი ბრიგადის პირველი სპეცდანიშნულების ასეულში ჯერ ათეულის, შემდეგ ოცეულის მეთაურად. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, დაიღუპა ავიაკატასტროფაში ბაბუშერას აეროპორტში. ბესარიონ კავილაძე სამუდამოდ დატოვეს ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელთა სიაში. საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის შექმნასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა: საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის საპატიო წევრის წოდება და ამავე ასოციაციასთან არსებული საპატიო პროფესორის წოდება; მეცნიერებასა და ტექნიკაში აღმოჩენასა და გამოგონებისათვის დაწესდა ბესარიონ კივილაძის სახელობის ყოველწლიური პრემია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.233-235 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |