The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ კონტუაძე

გურამ კონტუაძე
Date of birth:19??
Date of death:17 December, 1998
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი.

სამხედრო სასწავლებლიდან დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციაში სისხლის სამძებროს უფროს ინსპექტორად. ზემდეგი გურამ კონტუაძე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა აფხაზეთის სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში – გუმისთის, ტამიშის, შრომა-კამანის მიმართულებით. საბრძოლო ოპერაციებში, რომელშიც გურამ კონტუაძე მონაწილეობდა, არაერთხელ იქნა მიღწეული წარმატებები, მტერი მოგერიებული და განადგურებული იქნა – რკინიგზის ხაზი დივერსიას გადაურჩა. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, 1993 წლის 24 სექტემბერს მძიმედ დაიჭრა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.251-252

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: