The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ კოპალიანი

ავთანდილ კოპალიანი
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1966
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1992  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური. აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, 1992 წლის 15  სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, ხოლო  შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის  240-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში. ავთანდილ კოპალიანი აქტიურად მონაწილეობდა არადუს, ცაგერას, ტამიშის ბესლახუბას დასაცავად წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. დაიღუპა 1992 წლის 25 დეკემბერს, ბატალიონის  მიერ ტყვარჩელის მიმართულებით, სოფელ ფოქვეშის მისადგომებთან განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების  დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.253

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: