The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ რევაზიშვილი

თამარ რევაზიშვილი
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1976 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1977-1979წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ბიოპრეპარატების სინთეზის ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-2001წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, ბიოპრეპარატების სინთეზის ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2001-2003წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სახელმწიფო მართვის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 2003-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სახელმწიფო მართვის კათედრა, მასწავლებელი; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, მოწვეული სპეციალისტი; 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, უცხო ენებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი; 2013-2019წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. 70-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2009).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: