| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ კოპალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყადა, გულრიფშის რაიონი. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. მუშაობდა სოხუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე სამთო-აფეთქებით სამუშაოებზე. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის ოქტომბრიდან, ნუგზარ კოპალიანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის კავშირგაბმულობის ბატალიონში (შემდგომ გარდაიქმნა მე-8 ბატალიონად). იყო მე-4 ასეულის მე-3 ოცეულის მეთაური, ებარა ასეულის ნაღმტყორცთა ბატარეა, იბრძოდა მდინარე გუმისთის პოზიციებზე, სოფელ შრომაში და ცუგუროვკის მაღლობზე. დაიღუპა 1993 წლის 20 სექტემბერს, ნუგზარ კოპალიანი დაკრძალულია სოფელ ბესლეთში, საკუთარ ეზოში. უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.255 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

