The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი კურტანიძე

აკაკი კურტანიძე
სხვა სახელი:კაკო კურტანიძე
დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1934
გარდაცვ. თარიღი:9 ივლისი, 1993  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ თავისუფლების სასაფლაო, სოხუმის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საკირე, ბორჯომის რაიონი.

დაამთავრა თბილისის საფინანსო-ტექნოლოგიური ტექნიკუმი სამშენებლო-ტექნოლოგიური სპეციალობით.

1958 წლიდან ცხოვრობდა სოხუმის რაიონის  სოფელ თავისუფლებაში. მუშაობდა სამშენებლო კოოპერატივის  თავჯდომარედ. 1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან  ჩაეწერა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. იყო საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2  საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულის შემქმნელი და პირველი მეთაური, შემდეგ ბატალიონის მეთაურის მოადგილე. აკაკი კურტანიძემ  თავი გამოიჩინა როგორც სამშობლოს ერთგულმა და  თავდადებულმა პატრიოტმა, მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში შრომა-ცუგუროვკის მიმართულებით. აკაკი კურტანიძის უნარიანი ხელმძღვანელობით ბატალიონმა მოიგერია მტრის არაერთი შემოტევა, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 2 ივლისის შემოტევების დროს. დაიღუპა 1993 წლის 9 ივლისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.  

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.258-261


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (სიცოცხლეში)

გააზიარე: