Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიული თაკალანძე![]()
Biographyსოხუმის სკოლა-ინტერნატის დამთავრებისთანავე, 1969 წელს ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის ოქტომბრიდან ჩადგა ქალაქის დამცველთა რიგებში, დაინიშნა 23-ე ბრიგადის საინჟინრო მესანგრეთა სამსახურის უფროსად, იყო კაპიტანი. 1993 წლის 13 მარტს სოხუმის მიდამოებში ჩამოყრილი იქნა 500 კილოგრამიანი საავიაციო ბომბები, რომელთა უმრავლესობა არ აფეთქდა, მეორე დღეს გიული თაკალანძემ მიიღო საბრძოლო დავალება სოფელ აჩადარის საბრძოლო პოზიციაზე 500კგ აუფეთქებელი ავიაბომბის განაღმვის შესახებ, მესანგრეების ჯგუფი გავიდა სოფელ აჩადარაში საბრძოლო დავალების შესასრულებლად, გასაუვნებელყოფად შემთხვევის ადგილზე გასულ მესანგრეთა ჯგუფს თან გაჰყვნენ ჟურნალისტებიც. განაღმვის მომენტში ბომბი აფეთქდა და იმსხვერპლა 11 ადამიანის სიცოცხლე (გვარდიელბი: რამაზ ბესელია, ავთანდილ კოპალიანი, რუსლან ცხადაია, ნოდარ ოსაძე, აკაკი მიმინოშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრო მაღლაკელიძე. ჟურნალისტები: დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეს"თანამშრომლები ჯუმბერ ეზუგბაია და გულიკო გოდოლაძე). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |