The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოლია შონია

კოლია შონია
Legal name:ნიკოლოზ შონია
Date of birth:20 December, 1906
Date of death:17 February, 1980  (at 73 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Geologist, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფახულანი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი 1931 წელს ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით.

1930 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის გეოლოგიური ტრესტის ციხნარის გეოლოგიურ-საძიებო პარტიის საქმის მწარმოებელად; 1931 წლიდან იყო რაჭა-სვანეთის ჯგუფის კოდნარას ტყვია-თუთიის გეოლოგიურ-საძიებო პარტიის უფროსი, შემდეგ საქგეოლბაზის ბზიბის გეოლოგიურ-საძიებო პარტიის ტექნიკური ხელმძღვანელი; 1934 წლიდან სამხრეთ ოსეთის პარტიის უფროსი, შემდგომ ალავერდის პარტიის უფროსი; 1935 წელს სსრკ ფერადი ლითონების სახალხო კომისარიატის მთავარი გეოლოგიურ-საძიებო სამმართველოს იშვიათი ლითონის საბადოების მოძიებისა და დაზვერვის სახელმწიფო საკავშირო ოფისის "სოიუზრედმეტრაზვედკა"-ს ფონდების განყოფილების უფროსი; 1936 წელს სვანეთის გეოლოგიურ-საძიებო პარტიის უფროსი; მან ზემო სვანეთში საძიებო სამუშაოების ჩატარების დროს გამოავლინა ქვანარის და მალქორას ვოლფრამიტის საბადოები და ითვლება ამ საბადოების პირველაღმომჩენად; დაადგინა კალის და ვოლფრამის შემცველობა ცანის არსენოპირიტის საბადოსა და ცურუნგალის ნეოინტრუზიაში; 1938-1941 წწ. იყო რაჭის სამთო-მეტალურგიული კომბინატის გეოლოგიურ-საძიებო ბიუროს უფროსი, რაჭის კომბინატის მთავარი გეოლოგი; მან ადრე არასამრეწველოდ მიჩნეული საბადოების რევიზიისა და შეფასებების შედეგად გამოავლინა საკმაოდ მსხვილი მინერალური ნედლეულის ბაზა, შედეგად რაჭის კომბინატის მშენებლობა გამოიყვანა კონსერვაციის მდგომარეობიდან; ძირეულად გადააფასა ადრე მიტოვებული ლუხუმის რეალგარო-აურიპიგმენტური საბადო, რითაც ახალი სიცოცხლე მისცა მას; გამოიკვლია მიტოვებული კოდისძირის დარიშხანის საბადო,  გამოთვალა და დაადგინა მასში ვერცხლისწყლის სამრეწველო მნიშვნელობის მარაგი, რამაც გამოიწვია, უკვე როგორც ვერცხლისწყალ-დარიშხნიანი საბადოს მიმართ დიდი დაინტერესება. აგრეთვე გამოიკვლია ხიდეშლების რეალგარო-აურიპიგმენტური საბადოს მარაგი, დაადგინა მასში ვერცხლისწყლის შემცველობა, რის შედეგად საბადო შეფასდა როგორც სამრეწველო მნიშვნელობის; 1941 წელს გადაყვანილ იქნა ქუთაისის ტრესტ "საქბარიტი"-ს მთავარ გეოლოგად - დირექტორის მოადგილედ, ხოლო საქბარიტის ლითოფონის ქარხანასთან შერწყმის შემდეგ ლითოფონის ქარხნის მთავარ გეოლოგად; 1942 წელს მინისტრის ბრძანებით გადაყვანილია სსრკ ქიმიური მრეწველობის სამინისტროს სამთო-ქიმიური მრეწველობის მთავარი სამმართველოს "გლავგორხიმპრომ"-ის მთავარ გეოლოგად - დირექტორის მოადგილედ; ამ დროიდან ის იყო სსრკ ქიმიური მრეწველობის სამინისტროს მთელი გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი და მუშაობს ერთდროულად როგორც ახალი, პერსპექტიული საბადოების ექსპლუატაციაში ჩაბარებისთვის მომზადებაზე, ასევე ექპლუატაციაში მყოფი საბადოების გეოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფაზე; იმ დროს, ომის დაწყების გამო, სამინისტროს გეოლოგიური სამსახური თითქმის მთლიანად იყო მოშლილი; მის მიერ ჩატარებულ იქნა დიდი სამუშაო გაფანტული ძველი კადრების შემოკრებაზე, ახალი კადრების შერჩევა-განაწილებაზე და მთელი გეოლოგიური სამსახურის ტექნიკური შეიარაღებით აღჭურვაზე; იგი წარმოადგენდა ერთერთ ყველაზე ქმედით მონაწილეს 1943 წელს სამთო-ქიმიური ნედლეულის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "გიგხს"-ის ორგანიზებაში; პირადად მის მიერ იქნა შემუშავებული ამ ინსტიტუტის პროფილი, სტრუქტურა და წესდება; იყო ამ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; სსრკ ქიმიური მრეწველობის სამინისტროს გეოლოგიურ სამსახურში მის მიერ ჩატარებულმა ღონისძიებებმა უზრუნველყო სოდის, მინერალური სასუქების, დარიშხანის, ბარიტის, გოგირდის და ა.შ. მინერალურ-ნედლეულის ბაზის ომიანობის დროისთვის წარმატებული მომზადება სსრკ აღმოსავლეთ რაიონებში (მიხაილოვკა, სტერლიტამაკი, კარა-ტაუ, უძ-იმჩა, შორ-სუ, ინდერი, კაირაქტი, ლუხუმი, ქუთაისის საბადოების ჯგუფი და ა.შ.) ახალი საწარმოების მშენებლობისათვის და დასავლეთ რაიონებში გერმანელების მიერ დანგრეული ძველი საწარმოების (დონსოდა, სლავსოდა, კალუში, სტებნიკი, კომბინატი "აპატიტი", ყირიმის ტბები და სხვა) აღდგენაში. რის შედეგად გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოთა მოცულობამ უკვე 1945 წელს გადააჭარბა ომამდელ მოცულობას; 1945 წელს დაინიშნა სსრკ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული გეოლოგიის კომიტეტის მინერალური რეზერვების საკავშირო კომისიის წევრად, ხოლო 1946 წელს აგრეთვე სსრკ ქიმიური მრეწველობის სამინისტროს ტექნიკური საბჭოს მინერალური ნედლეულის განყოფილების წევრად; 1948 წელს არის სსრკ გეოლოგიის სამინისტროს სსრკ-ს დასავლეთ რეგიონებში ძიების და გეოლოგიური გადაღების მთავარი სამმართველო "გლავგეოლზაპადის" გეოლოგიური განყოფილების უფროსის მოადგილე; 1950 წელს სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საზღვარგარეთ საბჭოთა ქონების მთავარი სამმართველოს საზღვარგარეთის საწარმოს გეოლოგიური სამმართველოს პერსპექტიული ძიების და მაღაროთა გეოლოგიის განყოფილების უფროსი, ხოლო 1952-1954 წწ. მთავარი გეოლოგი - უფროსის მოადგილე; მივლინებული იყო აღმოსავლეთ გერმანიაში გასამხედროებულ აქციონერულ საზოგადოება "ვისმუტ"-ში მთავარ გეოლოგად, სადაც მუშაობდა ურანის საბადოების მოძიებასა და მინერალური ნედლეულის ბაზის მომზადებაზე; 1954 წლიდან სსრკ ქიმიური მრეწველობის სამინისტროს გეოლოგიურ-საძიებო მთავარი სამმართველო "გლავგეოხიმრაზვედკა"-ს ამიერკავკასიის ბიუროს მთავარი გეოლოგი; 1957 წლიდან ტრესტ "საქნახშირძიების" (შემდგომში "საქნახშირმადნეულძიების") გეოლოგიისა და გეოლოგიური ფონდების განყოფილების უფროსი, ხოლო 1962 წლიდან ტრესტის მთავარი გეოლოგი; აქ მუშაობისას მისი მეცნიერული პროგნოზებით და გეოლოგების ჯგუფთან ერთად მადნეულის სპილენძ-პოლიმეტალების საბადოს დაზვერვისა და ძირეული გადაფასების შედეგად, მადნეულის საბადო მცირედან, რომელსაც შეეძლო დაეკმაყოფილებინა პატარა საწარმო, წარმოჩინდა როგორც საკმაოდ მსხვილი, რამაც ბიძგი მისცა მადნეულში მძლავრი სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მშენებლობას; ამის საფუძველზე მას და გეოლოგების ჯგუფს გადაეცათ მადნეულის საბადოს პირველაღმომჩენების დიპლომები და სამკერდე ნიშნები; 1967 წელს გახდა საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიის სამმართველოს მინერალური რესურსების განყოფილების უფროსი; 1977 წელს იყო საქგეოლოგიის გეოლოგიურ-თემატური ექსპედიციის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი, ბარიტის, დარიშხანის, ფერადი და იშვიათი ლითონებისა და არალითონების საბადოების კურატორი. არის 66 ნაშრომის ავტორი, რომელთაგანაც 17 გამოქვეყნებულია, ხოლო დანარჩენი ინახება საკავშირო და ტერიტორიალურ გეოლოგიურ ფონდებში და მათი ანოტაციები დაბეჭდილია მრავალტომეულში "სსრკ გეოლოგიური შესწავლილობა". დაჯილდოებული იყო 6 მედლით აგრეთვე საპატიო ნიშნებითა და დიპლომებით.

წყარო: ზურაბ შონიას მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები.

Awards and Honors

  • 1944 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: