შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა დოღონაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის, ისტორიისა და საზოგადმცოდნეობის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1949 წელს; მოსკოვის საზოგადოებრი მეცნიერებათა აკადემია პოლიტოლოგის კვალიფიკაციით 1987 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2001 წელს. 1967-1972წწ. პედაგოგიური საქმიანობა თბილისის საშუალო სკოლებში, ისტორიის პედაგოგი; 1972-1989წწ. საქმიანობა ხელმძღვანელ კომკავშირულ და პარტიულ ორგანოებში, ხელმძღვანელი თანამდებობები; 1989-1993წწ. ხელმძღვანელი სამეურნეო საქმიანობა, ხელმძღვანელი თანამდებობები; 1993-1994წწ. კულტურისა და ხელოვნების განვითარების საზოგადოება, თავმჯდომარე; 1994-1995წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტი, სოციალურ რეფორმათა, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1995-1996წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, საორგანიზაციო განყოფილება, უფროსი; 1996-2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2001-2005წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საჯარო მოხელის კათედრა, გამგე; 2003-2004წწ. საქართველოს გენერალური საკონსულო ბულგარეთში, გენერალური კონსული; 2005-2010წწ. საქართვლოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობის მიმართულება, ხელმძღვანელი; 2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტი, პროფესორი. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი. სამეცნიერო ჟურნალ "ხელისუფლება და საზოგადოება" (ისტორია, თეორია, პრაქტიკა) დამაარსებელი და უცვლელი მთავარი რედაქტორი. 80 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2019). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |