The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ვანიშვილი

მერაბ ვანიშვილი
Date of birth:19 December, 1957  (67 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკური ეკონომიის მასწავლებლის და ეკონომისტის კვალიფიკაციით 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა.

1983-1991წწ. საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, კომპლექსური რეგიონული პრობლემების განყოფილება, უმცროსი მეცნიერ მუშაკი, უფროსი მეცნიერ მუშაკის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1991-1992წწ. ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტი, აგროსამრეწველო კომპლექსის განყოფილება, უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1994 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1994-2006წწ. ეკონომიკური თეორიისა და მარკეტინგის საფუძვლების კათედრა, დოცენტი; 2006-2007წწ. ეკონომიკური თეორიისა და მარკეტინგის საფუძვლების კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2007-2013წწ. ეკონომიკური თეორიისა და მარკეტინგის საფუძვლების კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2013-2017წწ. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სრული პროფესორი; 2017-2019წწ. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი; 2019-2023წწ. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი; 2023 წლიდან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მოწვეული პროფესორი. მრავალი სამცნიერო ნაშრომის ავტორი. ეკონომიკის დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • ფაზისის მეცნიე­რე­ბა­თა აკა­დემია, წევრი

Bibliography


Share: