შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ ტაბაღუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი 2003 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს; 2007-2009წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2003-2004წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სტაჟიორი; 2004-2005წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს სტაჟიორი პროკურორი; 2005-2007წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორი; 2007 წელს - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2009 წელს - სს "მშენმექანიზაციაში" იურისტი; 2009-2010წწ. - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2009-2010წწ. - მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში; 2010-2011წწ. - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში; 2011-2019წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2019 წლის მაისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |