The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცისანა სირბილაძე

ცისანა სირბილაძე
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1965  (60 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩაილური, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1993 წელს; 1999 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები; 2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით).

1994 წლიდან - "დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში" პედაგოგი; სადაზღვევო კომპანია შპს "ფარის" იურისტი; 1999-2006წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2006 წლიდან - საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012-2016წწ. მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში; 2016 წლის მაისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2016-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მაგისტრი; 2017-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2020 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: