The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შადიმან ბიწაძე

შადიმან ბიწაძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1983 წელს.

1986-1989წწ. მუშაობდა ონის რაიონის სოფელ გლოლის საშუალო სკოლაში ისტორიისა და გერმანული ენის პედაგოგად; ამავე პერიოდში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რაჭის კომპლექსური შესწავლის სამეცნიერო ექსპედიციაში; 1993 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში; 2012-2019წწ. მუშაობდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის უფროს ინსტრუქტორად; 2019 წლიდან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის უსაფრთხოების კვლევების მიმართულების ასოცირებული პროფესორი. აქვს 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი, არის რამდენიმე მონოგრაფიის თანაავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა -"ბასკების ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობისათვის XX საუკუნის მეორე ნახევარში", დაიცვა 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სერვანტესის საზოგადოება, თავმჯდომარე (1992-1996)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" (II ხარისხის)
  • 2021 - მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" (III ხარისხის)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: