შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა ლაფერაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბარნაბიანთკარი, კასპის რაიონი. სწავლობდა თბილისის სატყეო ტექნიკუმში. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, III კურსის სტუდენტი კახა ლაფერაშვილი 1992 წლის სექტემბერში მოხალისედ წავიდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ეროვნული გვარდიის "შავნაბადას" ბატალიონთან ერთად იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. კახა ლაფერაშვილი 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგარაში, სისხლისმღვრელი ბრძოლის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.263; საინფორმაციო პორტალი: for.ge; კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური: facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |